IVORY & OBSIDIAN
SERAPHINA
SERAPHINA
Couldn't load pickup availability
Seraphina | თეთრი სკულპტურული ჩანთა
პატარა დეტალი, რომელიც შენს სტილს განსაკუთრებულს ხდის.
გაიცანი Seraphina, გამორჩეული ჩანთა მათთვის, ვისაც უყვარს განსხვავებული დიზაინი, ნაზი დეტალები და საკუთარი სტილის გამოხატვა.
თეთრი ფერი, სამგანზომილებიანი ანგელოზის გამოსახულება, რელიეფური ყვავილოვანი ორნამენტები და ნაზი ატლასის ბანტები ამ ჩანთას განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. მისი დიზაინი ხელოვნებით არის შთაგონებული, ამიტომ Seraphina უბრალოდ აქსესუარი კი არა, შენი ლუქის გამორჩეული დეტალია.
შეუხამე საყვარელ კაბას, კლასიკურ სამოსს ან საღამოს ლუქს და მიეცი შენს სტილს კიდევ უფრო მეტი ინდივიდუალურობა.
პროდუქტის დეტალები
- სახელი: Seraphina
- ფერი: თეთრი
- გარე ყალიბი: PLA+ ტიპის 3D ბეჭდვის ფილამენტი
- დამზადების ტექნოლოგია: 3D ბეჭდვა
- შიდა ნაწილი: ხავერდის ჩანთა
- დიზაინი: სამგანზომილებიანი ანგელოზი და რელიეფური ყვავილოვანი ორნამენტები
- სახელური: მყარი ფორმის ზედა სახელური
- დეკორი: ატლასის ბანტები
- სტილი: არტისტული, რომანტიკული და გამორჩეული
- გამოყენება: ყოველდღიური სტილი და განსაკუთრებული შემთხვევები
ზომები
| მახასიათებელი | სანტიმეტრი | ინჩი |
|---|---|---|
| სიგრძე | 26 სმ | 10.24 in |
| ძირის სიმაღლე | 10 სმ | 3.94 in |
| ძირის სიგანე | 23 სმ | 9.06 in |
| გვერდის სიგანე | 10 სმ | 3.94 in |
| ყალიბის სიმაღლე, სახელურის გარეშე | 13 სმ | 5.12 in |
რისგან არის დამზადებული Seraphina?
ჩანთის გარე ყალიბი დამზადებულია PLA+ ტიპის თერმოპლასტიკური მასალისგან, 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით.
მსგავსი მასალები გამოიყენება დეკორატიული ნივთების, აქსესუარებისა და სხვადასხვა ფუნქციური დეტალის დასამზადებლად. ეს ტექნოლოგია რთული ფორმებისა და რელიეფური ორნამენტების შექმნის საშუალებას იძლევა.
სწორედ ამიტომ Seraphina გამოირჩევა თავისი სკულპტურული ფორმითა და დეტალებით.
როგორ მოუარო ჩანთას?
იმისთვის, რომ Seraphina-მ დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ლამაზი იერსახე, გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი:
- მოერიდეთ ჩანთა დავარდნას და მასზე მძიმე ნივთების განთავსებას.
- მოარიდეთ მაღალ ტემპერატურასა და სითბოს პირდაპირ წყაროს.
- არ დატოვოთ მზის პირდაპირ სხივებზე ხანგრძლივი დროით.
- გარე ზედაპირი გაწმინდეთ რბილი, ოდნავ ნესტიანი ქსოვილით.
- არ გამოიყენოთ ძლიერი ქიმიური საშუალებები ან გამხსნელები.
- ხავერდის შიდა ჩანთას მოუარეთ ქსოვილისთვის შესაფერისი მეთოდით.
Seraphina
პატარა სკულპტურა, ნაზი დეტალები და გამორჩეული სტილი ერთ აქსესუარში.
შენი სტილი შენს ინდივიდუალურობას გამოხატავს. აირჩიე ის დეტალები, რომლებიც შენს ხასიათს ყველაზე მეტად უხდება.
მიწოდება
მიწოდება
უფასო მიწოდებას საშუალოდ 10 დღე სჭირდება.
გაუზიარე მეგობარს





